მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს

ხერსონის რეგიონში, უკრაინელი სამხედროების მიერ გაშვებულმა HIMARS-ის რაკეტებმა თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს, ხელუხლებელი დარჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი „კახოვკა“იუწყება.

„ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურა...", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ამრიგად, რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღისა და პერსონალის მიწოდება შეუწდა. უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, აღნიშნულია ანგარიშში.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში, უკრაინულმა ძალებმა რუსულ სამხედრო ბაზას დაარტყეს.