უკრაინა: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ექვს მიმართულებაზე უკან დაიხიეს

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა, რუსეთის ჯარს ფრონტის 6 მიმართულებაზე უკანდახევა აიძულეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარს სლავიანსკის, ბახმუტისა, ავდიევკის, ნოვოპავლოვსკისა და იუჟნობუჟსკოს მიმართულებებზე საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. 
 
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 29 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, რუსთის ჯარი უკრინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე სარეაკეტო იერიშს ახორციელებს. 
ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.

სევერსკის მიმართულებით რუსეთის არტილერია იანჟულოვკას მახლობლად ისროდა, ასევე სროლის ხმა ისმის ჩერნიგოვის ოლქში, სტარიკოვოსა და ვოლნაია სლობოდას, სუმის რეგიონში.