რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში Europetime-ს განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ფიზიკური ანგარისწორების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.