უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს რუსი ტურისტებისთვის ვიზების შეჩერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნახევრად ზომების დრო წავიდა და მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა.
„ნახევრად ზომების დრო წავიდა”, - განუცხადა კულებამ Reuters-ს ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრის წინ და სთხოვა მათ უფრო შორს წასულიყვნენ.
„მხოლოდ მკაცრ და თანმიმდევრულ პოლიტიკას შეუძლია შედეგის მოტანა“, - აღნიშნავს კულება.
მისივე თქმით, რუსი ტურისტებისთვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიისთვის სავიზო აკრძალვა იქნება შესაბამისი პასუხი რუსეთის გენოციდურ აგრესიულ ომზე ევროპის გულში, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა“.
კულება ასევე გამოდის სპეციალური პროგრამის დაწყების ინიციატივით რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც უკრაინაში ბრძოლა აღარ სურთ.
„გადაირჩინე თავი და წადი. დაყარე იარაღი, ჩაბარდი უკრაინულ ძალებს", - განაცხადა კულებამ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ღირს, რადგან თუნდაც ერთმა რუსმა ჯარისკაცმა იარაღი დადოს და წასვლა გადაწყვიტოს, ეს ნიშნავს გადარჩენილ უკრაინელ სიცოცხლეს და მშვიდობას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინის დასაბრუნებლად შეტევა წამოიწყეს, მაგრამ მოსკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოიგერია და კიევის ჯარებს დიდი დანაკარგი მიაყენა.