რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს.
ვლადიმერ კოლოკოლცევს, დელეგაციასთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სურდა გამგზავრება, თუმცა დელეგაციას ვიზებზე უარი ეთქვა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შავ სიაში შეიყვანეს. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში კოლოკოლცევი 2018 წელს, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოხვდა.