თეგი: ვიზა

პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემა გააუქმა. პუტინმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ნორვეგიის დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და შვეიცარიის მოქალაქეებს შეეხებათ. მანამდე პუტინმა შეაჩერა ნორმა, რომლითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს რუსეთში უვიზოდ შესვლა შეეძლოთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა როგორც რუსეთს, ასევე, პირადად პუტინს და მის გარემოცვას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ხსენებული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ. ურმას რეინსალუს თქმით, მოსკოვი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას ცდილობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ლატვიის პოლიტიკას, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლითაც "შეჭრას გმობენ". ცნობისათვის, დღესვე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.

დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე ვთქვი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი სხვას ტერიტორიას ართმევენ. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სანქცია. ზელენსკი თვლის, რომ ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ არიან რუსებიც, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეს მხოლოდ იზოლირებული შემთხვევებია და ეს ადამიანები ციხეებში არიან. „როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო სანქციები, ეს ძალიან მარტივია. „საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში სითბო არ ექნებათ. დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მედია: რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს აშშ-ის ვიზა არ მისცეს. ვლადიმერ კოლოკოლცევს, დელეგაციასთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სურდა გამგზავრება, თუმცა დელეგაციას ვიზებზე უარი ეთქვა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შავ სიაში შეიყვანეს. აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში კოლოკოლცევი 2018 წელს, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოხვდა.  

სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზას ელოდება. სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს „ჯერ კიდევ არის დრო ვიზის მისაღებად“, - აცხადებს ლავროვი.  „ჩემს კოლეგებს ვთხოვე, აღარ შეახსენონ აშშ-ს ამის შესახებ. ამერიკელებს აქვთ საკუთარი ვალდებულებები, გაეროს გენერალურ მდივანს აქვს მოვალეობა, უზრუნველყოს ყველა დელეგაციის მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის გენერალურ ასამბლეაში. ვნახოთ“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვუში.  აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა გაეროს 77-ე ასამბლეა აშშ-ში სექტემბერშია დაგეგმილი.   

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრების მიზნით, აშშ-ში გასამგზავრებლად ვიზა მიიღო. ლავროვთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში კიდევ 10 ადამიანია, რომლებიც აშშ-ში ჩავლენ. ამის შესახებ TASS იტყობინება. სანქცირებული სერგეი ლავროვი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, აშშ-ის ვიზას ელოდება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. წინა ორი წლისგან განსხვავებით, სესია სრული განაკვეთით მიმდინარეობს.  რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემის საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩებოდა, რადგან ვაშინგტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.  

ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით, არაუმეტეს 90 დღისა ვიზის გარეშე, – ინფორმაციას ამის შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც. „ამდენად, ვიზა აღარ დასჭირდებათ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებთან დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებსაც“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

რა შემთხვევაში დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა

დიდმა ბრიტანეთმა 2014 წლის 8 სექტემბრის ბრანებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის საფუძველზეც საქართველო იმ ქვეყნების ან ტერიტორიების სიაშია, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით (შესვლის გარეშე) სხვა ქვეყანაში ტრანზიტის დროს, ტრანზიტული ვიზები დასჭირდებათ. შესაბამისი ინფორმაცია თავდაპირველად Forbes-მა გაავრცელა, თუმცა დეტალები არ მიუთითა. გთავაზობთ იმ ცნობების ჩამონათვალს, რომლის მოძიებაც Europetime-მა ამ დროისთვის შეძლო. კერძოდ, პორტალ NewlandChase-ის თანახმად, 6 ოქტომბრიდან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერი განხორციელდება იმავე აეროპორტში და მგზავრს არ დასჭირდება სასაზღვრო ზონის დატოვება. შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვინც ბილეთი 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) შეიძინა. ახალი წესები საბოლოოდ 6 ოქტომბერს ამოქმედდება - მანამდე მგზავრებს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ. შეზღუდვები არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან აშშ-ის მოქმედი ვიზა. სატრანზიტო ვიზა 48 საათის განმავლობაში გაიცემა. განმარტებისთვის: თუ მგზავრი 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდება ბრიტანეთის აეროპორტში, საჭიროა ვიზა (Visitor in Transit Visa). ეს წესი მანამდეც მოქმედებდა. თუ მგზავრი 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში ჩერდება და ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლს არ გადის და ტრანზიტით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში ბრიტანეთის გავლით, საჭიროა - Direct Airside Transit Visa. თქვენ არ გჭირდებათ ტრანზიტული ვიზა, თუ: ფლობთ ევროკავშირის „ბინადრობის ბარათს“ (EU Settlement Scheme) ოჯახის ნებართვით. ფლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტს, მაგალითად, თქვენ ხართ ლტოლვილი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ფლობთ სტანდარტული ვიზიტორის ვიზას ფლობთ ქორწინების ვიზიტორის ვიზას NewlandChase-ის თანახმად, როგორც წესი, ნორმატიული აქტი ბრიტანეთში ძალაში შედის მისი პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში. მიზეზი კი, რის გამოც ეს აქტი უკვე პარლამენტისადმი წარდგენიდან მომდევნო დღეს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ შიშობდნენ, ცვლილების ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მოხვედრისას თავშესაფარს მოითხოვდნენ. ამასთან, ამავე პორტალის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება შეამცირებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტის საბაბით, თავშესაფრის მოთხოვნის გამო შედიან. NewlandChase-ის ცნობით, 2018 წლიდან საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს მუდმივად უკავიათ პირველი ადგილი იმ ერებს შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ბოროტად იყენებენ. რაც შეეხება 2014 წლის ბრძანებას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც რეგულაციები მოცემულ პერიოდში ეხებოდათ, ამ ბმულზე შეგიძლიათ, იხილოთ. საქართველოს საგარეო უწყება დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტრანზიტული ვიზის შემოღების საკითხზე განმარტებას აკეთებს