თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებისთვის და მოუწოდა ევროკავშირს, რომ მათაც გამოხატონ ამისთვის მზადყოფნა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
ერდოღანმა ანკარაში მიმართა ელჩებს და გამოთქვა იმედი, რომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების განახლება ემსახურება ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაჭრას, რომელიც მისი თქმით, „ახალი ეპოქის მაუწყებელი იქნება“. ერდოღანმა საკუთარ განცხადებაში ასევე შეახსენა საბერძნეთს, რომ მათ „უნდა სცადონ, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“.
„ჩვენი ქვეყანა ერთობლივად გეგმავს მომავალს ევროპასთან ერთად, მიუხედავ ყველა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც წავაწყდით ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მისი თქმით ქვეყანა მზად არის „დაივიწყოს ყველა წყენა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირიც თურქეთის ენთუზიაზმს გაიზიარებს".
ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია მოამზადა თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებების მიღება მარტამდე გადაწია.