უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეათის მიერ ოკუპირებულ „ახალ კახოვკაში“, ხერსონის ოლქში, საავტომობილო ხიდი გაანადგურეს.
შესაბამისი სატელიტური სურათი Twitter-ზე გამოქვეყნდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
შაბათს, 3 სექტემბერს, ოკუპირებულ ხერსონში მორიგი აფეთქებების შესახებ გახდა ცნობილი. დაფიქსირდა 8 აფეთქება. მოგვიანებით გაირკვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კოლაბორაციონისტი ვოლოდიმირ სალდოს სასტუმრო-საუნა „დაკარგული სამყარო“, სადაც რუსი ოკუპანტების ბაზა იყო განთავსებული.