ბრიტანელმა სამხედროებმა შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები შეიერაღებული ძალების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.
„ეს ფასდაუდებელი შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს პერსონალისთვის, განავითარონ საბრძოლო უნარები და გამოცდილება ცივ ამინდში, რაც მათ საშუალებას აძლევთ, იყვნენ ეფექტიანები ბრძოლის ველზე ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად. ვიდრე ევროპაში ომი მიმდინარეობს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს და გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებს, რათა მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა.
წვრთნები გასულ კვირას, ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ წლის დასაწყისში შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ახლა ქვეყნების მიერ რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.