NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს ბრიუსელში მიიღო ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.
17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. იმავე დღეს ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 188 მომხრე და რვა წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა.
ქვეყნების განაცხადებს NATO-ს საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.
თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წამოაყენა პირობების სია, რომლითაც ისინი დათანხმდებიან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას.
Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი შვედეთსა და ფინეთს სთხოვს PKK-ის და მისი ფილიალების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას. ქვეყანა ასევე ელოდება F-16 გამანადგურებლების ახალ პარტიას და კვლავ F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში მოხვედრას.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.