ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის იმპერიალისტური ომი მეზობელბის წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა და ეს საქართველოში მოხდა. ამასთან დაკავშირებით ვოლკერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბოთ და ხალხს შევახსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, გრძელდება ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცეტრირებული, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა, ეს საქართველოში მოხდა.
ისინი ახლა უკრაინაში უფრო სასტიკები არიან და მათი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „რუსთავი2-ის“ ცნობით.