კახა კალაძე: ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ ქვეყნის მტრები არიან

"ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ „ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კლაძაემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე", - აღნიშნავს კალაძე.