სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.