აგვისტოში, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 12, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 5, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მათგან, 3 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი იმერეთში, თითო-თითო კი - შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.