„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი სხდომების გაცდენა გახდა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში უწყდება, თუკი მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით აცდენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის განხილვისას განაცხადა, რომ ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის სტატუსით, ბიუჯეტიდან 56 000 ლარამდე აქვს მიღებული ისე, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ერთხელაც არ ყოფილა. კერძოდ, ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომიდან არცერთს არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელიც 2021 წლის თებერვალში პარლამენტარის სტატუსის მოხსნას ითხოვდა. მაშინ პარლამენტმა, მისი და სხვა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.