ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პირველი სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაკავების შემდეგ.
თავის გამოსვლაში ტრასმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ბორის ჯონსონს.
„ბორის ჯონსონი გაუმკლადა Brexit-ს, კოვიდვაქცინაციას და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას. ისტორია შეაფასებს მას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ტრასმა.
ტრასის თქმით, გაერთიანებული სამეფო ახლა მძიმე გლობალურ გამოწვევებს აწყდება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საშინელი ომით უკრაინაში და Covid19-ის შედეგებით.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მიიღებს ზომებს ენერგიაზე გადასახადებთან დაკავშირებით და მომავალი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად".
ტრასმა მის მთავარ პრიორიტეტებად ჩამოთვალა ენერგიის ფასების დაძლევა, ენერგომომარაგების უზრუნველყოფა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება.
მან უკვე დაიწყო თავისი კაბინეტის შეკრება, ფინანსთა მინისტრად დანიშნა კვასი კვარტენგი, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლევერლი და შინაგან საქმეთა მინისტრად სუელა ბრავერმანი.