Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს. ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“.

მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და საგადასახადო შემოსავლების სახით შესაძლოა, წელიწადში  400 მილიარდი რუბლი (6,6 მილიარდი დოლარის ექვივალენტი) დაკარგოს. 

ახალი საექსპორტო ბაზრებით გაყიდვების მოცულობის დაკარგვის სრულად კომპენსირება, საშუალოვადიან პერიოდშიც კი შეუძლებელი იქნება.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის გამო, რუსული ლითონის მწარმოებლები წელიწადში დაახლოებით $5,7 მილიარდ დოლარს დაკარგავენ.

„რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის“, - წერს გამოცემა.