რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.
კომპანიის მტკიცებით, „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დააფიქსირეს.
მათივე განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრამდე, გაზის ტრანსპორტირება Nord Stream-ით მთლიანად შეჩერებულია.