ქართველი მოჭადრაკის ადვოკატი: "ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, საქმის დეტალები კი, მკაცრად კონფიდენციალურია

"ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! აფრინდაშვილი ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია, - ამის შესახებ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კახა შარაბიძის თქმით, „ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორც არის, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით“.

"ნეტფლიქსსა“  და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! რაც შეეხება შეთანხმების შინაარს, ესაა მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში, სამწუხაროდ, ჩვენ შებოჭილები ვართ, პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე - შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, არ შეიძლება, გასაჯაროვდეს. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა.


შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან "ლაზიერის გამბიტი" კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.

ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“.

ამასთან, „ნეტფლიქსმა“ სცადა სარჩელის უარყოფა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს ჰქონდათ ფართო ლიცენზია პირველი შესწორების შესაბამისად. მაგრამ იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ეს არგუმენტი და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის დაცული სარჩელისგან, თუ ისინი ცილს სწამებენ რეალურ ადამიანებს.