ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა სხვა საკითხებისა, რომლებზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება.
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.
შეგახსენებთ, 5 ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. დაზარალებულები დღემდე თვლიან, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან.
„ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში, 11 ივლისს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.