„ნაპოლის“ მფრინავი სერია A-ს შტურმით იღებს - BBC ხვიჩა კვარაცხელიაზე

შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მისვლამ „ნაპოლიში“, არ გამოიწვია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგოს ტრანსფერმა 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ცხოვრების ბრწყინვალე დაწყებამ აღფრთოვანება გამოიწვია და გარემარბს კვარადონაც კი უწოდეს. - ეს BBC-ია ქართველი ფეხბურთელის შესახებ.

ბრიტანულმა მედიასაშუალებამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტის წინ, ხვიჩა კვარაცხელის შესახებ სტატია მოამზადა.

„მარადონასთან მიახლოება არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე", - ციტირებს BBC კვარაცხელიას სიტყვებს.

ოთხშაბათს მას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს, როდესაც „ნაპოლი“ „ლივერპულს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

„მარადონას მსგავსად, სერია A-ში კვარაცხელიას დებიუტიც ვერონასთან შედგა, თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან მთავარი როლი შეასრულა (გოლით და საგოლე გადაცემით) ნაპოლის მიგებაში.

Khvicha Kvaratskhelia

მაშინ, როდესაც კლუბი ლეგენდებმა - ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ და დრის მერტენსმა დატოვეს, კვარაცხელია აღდგენილი „ნაპოლის“ ნაწილია“, - წერს BBC.

„ეს იყო საოცარი აღმოჩენა, ჩვენ ამას არ ველოდით - ეს იყო ჩვენთვის დიდი და საუკეთესო სიურპრიზი", - ამბობს კირსტენ შლევიცი, წიგნის „მეტი, ვიდრე მარადონას“ ავტორი BBC-სთან.