რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“ შტაბი ააფეთქეს. ამის შესახებ მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
ის ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„კიდევ ერთი ნაბიჯი ფსევდორეფერენდუმიდან", - წერს ფედოროვი.
ამასთან, აფეთქების შესახებ, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა ვლადიმირ როგოვმა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ, ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნულ „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში“ საქმიანობდა. რუსული მედია, მას ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“, ხელმძღვანელად მოიხსენიებს.