თეგი: მელიტოპოლი

მელიტოპოლში, ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ქალაქ მელიტოპოლში საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტები რუსების მიერ ქალაქის მერის გატაცებას აპროტესტებენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ათასობით ადამიანი უკრაინის დროშებით ხელში სკანდირებს - „თავისუფლება მერს“. ცნობისთვის, მელიტოპოლის მერი ოკუპანტებმა ქალაქიდან გუშინ გაიტაცეს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის მერის გატაცებაზე: ოკუპანტები ტერორის ახალ ფაზაზე გადავიდნენ

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, ახალი „მერი“ დანიშნეს. ახალი „მერი“ მელიტოპოლის საკრებულოს დეპუტატი „ოპოზიციური ბლოკიდან"“, გალინა დანილჩენკო გახდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. დანილჩენკო სატელევიზიო მიმართვაც ჩაწერა და განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. მელიტოპოლი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს.  ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.  

მელიტოპოლის მერი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დატყვევებული მელიტოპოლის მერი თავისუფალია. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ივან ფედოროვი უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ უკრაინა ითხოვდა მელიტოპოლის მერის დაუყონებლივ გათავისუფლებას.       "მელიტოპოლის მერის დატყვევება არის დანაშაული არამხოლოდ კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული საზოგადოების და არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული თავად დემოკრატიის წინააღმდეგ. თუ თქვენ იქცევით „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსგავსად, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან რაიმეზე ლაპარაკს? ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ურთიერთობენ მოსკოვთან", - ამბობდა ზელენსკი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი 11 მარტს გაიტაცეს. ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განიხილა.   ასევე წაიკითხეთ   რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს  

რუს ჯარისკაცებს ოჯახები ხერსონის შემდეგ, მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუს ჯარისკაცებს ოჯახები მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ. ქალაქის მერის, ივან ფედოროვის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო ერთი კვირაა, აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, რუს სამხედროებს მათი ოჯახები ქალაქიდან გაჰყავთ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხერსონის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ ზოგიერთმა რუსმა მეთაურმა ქალაქი დატოვა. ამასთანავე, მედიაში 9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყო. ომის შემსწავლელი ინსტუტის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაანადგურეს სახმელეთო მარშრუტები, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს საწვავით, საბრძოლო მასალითა და მძიმე ტექნიკით.   

მედია: ოკუპირებულ მელიტოპოლში, პრორუსული საზოგადოებრივი მოძრაობის შტაბი ააფეთქეს

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“ შტაბი ააფეთქეს. ამის შესახებ მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა. ის ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „კიდევ ერთი ნაბიჯი ფსევდორეფერენდუმიდან", - წერს ფედოროვი.  ამასთან, აფეთქების შესახებ, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა ვლადიმირ როგოვმა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ, ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნულ „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში“ საქმიანობდა. რუსული მედია, მას ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“, ხელმძღვანელად მოიხსენიებს.   

უკრაინა: მელიტოპოლიში, აეროდრომთან აფეთქება მოხდა

უკრაინის მიერ მელიტოპოლში დანიშნული მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებული ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე კვამლი შეინიშნება. მანამდე ივან ფედოროვმა აეროდრომთან აფეთქებების შესახებ განაცხადა. აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის ადმინისტრაციის სპიკერი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ აფეთქება კონტროლირებადი იყო. „ქალაქ მელიტოპოლის ტერიტორიის შემოწმებისას საინჟინრო დანაყოფებმა ასაფეთქებელი ობიექტები გამოავლინეს. დღეს, 16 სექტემბერს, ზოგიერთი მათგანი ადგილზე განადგურდა კონტროლირებადი აფეთქებით, დანარჩენი კი უახლოეს მომავალში განადგურდება. შემდეგი კონტროლირებადი აფეთქება ძალიან მალე განხორციელდება. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ!“ - განაცხადა როგოვმა.  

მერი: რუსეთის ძალები ოკუპირებულ მელიტოპოლს სამხედრო ბაზად აქცევენ

ზაპოროჟიეს ზოგიერთ რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform.  ქალაქის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს, შემდეგ საჰაერო დაბომბვის სირენები ამოქმედდა. გარდა ამისა, დნიპროპეტროვსკის რეგიონში, ნიკოპოლის ოლქის ხელმძღვანელმა მოსახლეობა ღამის საარტილერიო დაბომბვის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქში ჩასვლა დაიწყეს როგორც ხერსონის ოლქიდან, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ქალაქი ტოკმაკიდან, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს. მისივე თქმით, რუსები ოკუპირებულ მელიტოპოლის სამხედრო ბაზად აქცევენ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ანექსირებულ მელიტოპოლში ჩავიდა

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან პირადად მოინახულა თანამემამულე მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობენ.  ალან გაგლოევმა მებრძოლებს ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები. გაგლოევის პრესმდივანის ნატალია ბოსიკოვას თქმით, „სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას და ინფორმირებულია პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში 10-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „მელიტოპოლში ცხელა. ქალაქის ყველა კუთხეში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. ოკუპანტები ხმაურობენ. ველოდებით სასიხარულო ამბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“, - წერს ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში. „წინასწარი ინფორმაციით, იწვის მელიტოპოლის ეკლესია, რომელსაც ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს და საკუთარ ბაზად აქციეს", - წერს ფედოროვი.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის ძალებისთვის სტრატეგიული ხიდი დაზიანდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსული ჯარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.  „ოკუპირებულ მელიტოპოლში დაზიანდა ხიდი, რომელიც ქალაქს, სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა“,- აღნიშნა ფედოროვმა.  მისივე თქმით, დამპყრობლებმა, აღმოსავლეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა ამ ხიდის გამოყენებით გადაიტანეს.   

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელებმა რუსების ბაზა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის რაიონის სოფელ ტროიცკესთან რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს. ამის შეახებ Unian წერს.  ადგილობრივი გამოცემა „რია მელიტოპოლი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინულმა არტილერიამ იერიში მიიტანა სამხედრო ბაზაზე, სადაც რუსებს ჯავშანტექნიკა და მანქანები, ასევე პირადი შემადგენლობა ჰყავდათ განლაგებული. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ზუსტდება. უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „დილით მელიტოპოლში ოკუპანტებს არ ეძინათ. ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა", - წერს ფედოროვი. კონკრეტულად რა აფეთქდა და არის თუ არა მსხვერპლი, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.   

ზელენსკიმ მელიტოპოლის მიმართულებაზე სამხედროების პოზიციები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა. მან სამხედროების პოზიციები მოინახულა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პრეზიდენტის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი შეხვდა დანაყოფ „ტავრიის“ ჯარების ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრე ტარნავსკის და რამდენიმე დანაყოფის, მათ შორის, 47-ე და 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ძალების 46-ე საჰაერო-მობილური ბრიგადის განლაგებები და მართვის პუნქტები დაათვალიერა. „დღეს მელიტოპოლის მიმართულებაზე ჩვენს დამცველებთან ჩვენი სამუშაო და შეხვედრები გავაგრძელეთ. ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის სახელობის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადამ მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში, და ამჟამად თავდასხმით ოპერაციებს აწარმოებს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ბრიგადის მეთაურთან ყველაზე პრობლემური საკითხები განვიხილეთ. მადლობა, მებრძოლებო, თქვენი სამსახურისთვის! მადლობა მტრის მოგერიებისთვისა და ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის!” - წერს ზელენსკი.  

გენშტაბის ცნობით, უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამასთან, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არიან სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის და აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს. გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სევერნოეს, რაიონში და ქალაქ მარინკასთან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში - სოფელ ნოვოდაროვკასთან. დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მებრძოლი უკრაინის ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები გაარღვიეს სოფელ ვერბოვესთან.