ირაკლი ღარიბაშვილი: ელისაბედ II თაობებს ემახსოვრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ელიზაბეს II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი.
„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.