საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინიტრი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ.

„მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ II-მ თავისი ცხოვრების გზა ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით განვლო. სიმტკიცის, ღირსების და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მოდელმა, ელისაბედ მეორეს ისტორიაში უნიკალური ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვები სამეფო ოჯახთანაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

„გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.