ავიაკომპანია Air Moldova მოსკოვში ფრენებს პირველი ოქტომბრიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
"სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე, მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა.