აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს. მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
"მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ურთიერთობების ნორმალიზაცია", - განაცხადა მიშელმა.
როგორც ცნობილია, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული.
33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.