ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ ლიდერს პოლიტიკური კულტურას უწუნებს. კუბილიუსი აზრით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ის სასაუბრო ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.
ევროპული პარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება ვერ მიიღო.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“.