ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა, დღეს სასამართლო სისტემის პროგრამის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
ამ პროგრამის წარმატების აღნიშვნისას ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სასამართლოსთან მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებას.
„მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემის 1000 თანამშრომელი მოვამზადეთ და სასწავლო პროგრამით 50 ქართველი მოსამართლე გავგზავნეთ შეერთებულ შტატებში. ვიცით რამდენს ნიშნავს ეს შესაძლებლობები და შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნის საქართველოში წარმატებულად დანერგვის მაგალითებიც გვაქვს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.