უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა, დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი, მისიის პერსონალს უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნახვის უფლებას არ აძლევს.
მისი თქმით, დეპარტამენტს აქვს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი პატიმარი წამებასა და არასათანადო მოპყრობას განიცდის.
„პატიმრების მიმართ ძალადობა გაიგივებულია ომის დანაშაულთან“, - განაცხადა გაეროს მისიის ხელმძღვანელმა.
რუსეთის სარდლობა უკრაინელი სამხედროების მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს.
მატილდა ბოგნერის საჩივართან დაკავშირებით დამკვირვებლების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. „ჩვენ არ ვიცით, ვინ დაუკავშირდა სამხედროებს, ან დაუკავშირდნენ თუ არა ისინი საერთოდ”, - თქვა მან.
ამავდროულად, ბოგნერის თქმით, გაეროს დამკვირვებლებს შეუფერხებლად აქვთ წვდომა უკრაინულ ობიექტებში, სადაც რუსი პატიმრები იმყოფებიან.
მისი თქმით, იქაც გამოვლინდა და დაფიქსირდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რაც ასევე შეიძლება სამხედრო დანაშაულებთან გაიგივდეს.