რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზას ელოდება.
„ჯერ კიდევ არის დრო ვიზის მისაღებად“, - აცხადებს ლავროვი.
„ჩემს კოლეგებს ვთხოვე, აღარ შეახსენონ აშშ-ს ამის შესახებ. ამერიკელებს აქვთ საკუთარი ვალდებულებები, გაეროს გენერალურ მდივანს აქვს მოვალეობა, უზრუნველყოს ყველა დელეგაციის მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის გენერალურ ასამბლეაში. ვნახოთ“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვუში.
გაეროს 77-ე ასამბლეა აშშ-ში სექტემბერშია დაგეგმილი.