საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩარლზს გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ასვლას ულოცავს.
„ვულოცავ მის უდიდებულესობას, ჩარლზ III-ს ტახტზე ასვლას. დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ჩარლზ III ბრიტანეთის მეფედ დღეს ოფიციალურად გამოაცხადეს.