გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ აგვისტოს შემდეგ უკრაინიდან ექსპორტირებული მხოლოდ 60,000 ტონა მარცვლეული გაიგზავნა განვითარებად ქვეყნებში და უმეტესობა - ევროკავშირში, „არ შეესაბამება სიმართლეს".
მისივე თანახმად, გაეროს მონაცემები მიუთითებს, რომ ექსპორტის დაახლოებით 30% მიეწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.