ეთიოპიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხორბლის პირველი პარტია მიიღო.
გაეროს ინფორმაციით, ეთიოპიაში 20 000 ტონაზე მეტი უკრაინული ხორბლის ჩატანა, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეთიოპიაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. უკრაინიდან ქვეყანაში შემოტანილი მარცვლეული ერთი თვის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს გამოკვებავს. ეთიოპიაში, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად გვალვაა.
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში 28,6 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეული აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანას - სომალის გადაეცემა.