უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.
ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? - Europetime-ის ამ შეკითხვას ბენ ჰოჯესმა უპასუხა:
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლოს.
და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.
უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები“.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე.