ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი რომან დუდინი, რომელიც თანამდებობას 2022 წლის მაისამდე იკავებდა, სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
საგამოძიებო ბიუროს პრესსამსახურმა უკრიანულ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დუდინი დააკავეს. მეტი დეტალი 12 სექტემბერს გასაჯაროვდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმრომან დუდინი თანამდებობიდან 29 მაისს გაათავისუფლა.
ზელენსკიმ განმარტა, დუდინი სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ქალაქის დასაცავად მუშაობის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა.