სალომე ზურაბიშვილი: თუ ენერგეტიკული კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სვანეთი ასევე ძალიან მდიდარია ენერგორესურსებით.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია, დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.