არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს.
მისი თქმით, პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს „არ ჩაერთოთ რუსეთის რეჟიმთან შეთანხმებაში და გამოდით იმ დამოკიდებულებიდან, რომელიც თქვენ თავად შექმენით“ და ამისთვის საჭიროა ინვესტიცია განახლებული ენერგიის წყაროებში და ენერგიის დაზოგვა, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
„ეს ადვილი არ არის და შრომას მოითხოვს. თუ ერთმანეთს კარგი ავსტრიული ტრადიციების მიხედვით დავეხმარებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ", - განაცხადა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს აქვს.
გასულ კვირას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება“.