ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შემდეგ, ამ დროისთვის ერთი დაღუპულსა და ოთხი დაშავებულის შესახებაა ცნობილი.
„დაბომბვის გამო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გათიშულია, რის შედეგადაც ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მოეწოდება“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების შესახებ.
ენერგეტიკის ინჟინრები, მაშველები და კომუნალური სამსახურები მუშაობენ დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად.
სინეგუბოვის თქმით, დაბომბეს ხარკოვის ორი უბანი - ოსნოვიანსკი და კიევი.