ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა.
ISW სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ხერსონიდან 15 კმ.-ში მდებარე კისელივკაში რუსული პოზიციებიდან საბრძოლო ტრანსპორტი, 4 დანადგარის გარდა, გასულია, რაც თანხმობაში მოდის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობებთან, რომ ე.წ. დსრ-ს ძალებმა კისელივკა დატოვეს და მდინარე დნეპრამდე უკან დაიხიეს.
როგორც ISW წერს, კისელევკა ოპერაციულად მნიშვნელოვანი დასახლებაა ხერსონის მახლობლად, [რადგან ბოლო დიდი დასახლებაა E58 გზატკეცილის გასწვრივ და რკინიგზის ხაზთან,] უკრაინის ამჟამინდელ პოზიციებსა და ჩერნობაევკას შორის, რომელიც ხერსონის გარეუბანში მდებარეობს.
„ამ პოზიციიდან რუსული ძალების გასვლა, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ რუსეთს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომების დაცვა გაუჭირდება და რუსი სამხედროები ამ ზონაში საკუთარ პოზიციებზე პირდაპირ საფრთხეს გრძნობენ“, - ნათქვამია ISW ანგარიშში.