სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცის გამო, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში ჩავა.
ევროკავშირმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთიან ყარაბაღში ვითერების გამწვავების შემდეგ და ორივე ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.
„ბოლო საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. ძალზე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ყველა ძალა უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც ადრე იკავებდა. ეს ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.