რომის პაპი ყაზახეთში ჩავიდა

რომის პაპი ყაზახეთში სამოციქულო მოგზაურობის დასაწყებად ჩავიდა. 

მას ნურ-სულთანის აეროპორტში, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების დელეგაცია, მათ შორის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი დახვდა.

პაპი ფრანციკეს პირველად პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ის ქვეყნის ხელისუფლებას, საჯარო მოხელეებსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

რომის პაპი ყაზახეთს, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა მე-7 კონგრესზე დასასწრებად სტუმრობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. 

რომის პაპის ვიზიტი ყაზახეთში 15 სექტემბერს დასრულდება.