რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა. რომის პაპი ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის მიწვევით ჩადის.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, ასევე, მონაწილეობა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში.
Pew Research Center-ის თანახმად, ყაზახეთში მოსახლეობის სულ მცირე 70% მუსლიმია და დაახლოებით 25% - ქრისტიანი, რომელთაგან 1%-ზე ნაკლები კათოლიკეა. იოანე პავლე II იყო პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთს 2001 წლის 22-25 სექტემბერს ეწვია დევიზით - „გიყვარდეთ ერთმანეთი“.