ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
"საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. ახლა მნიშვნელოვანია, სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას.
დღეს ხელმოწერილი შეთანხმება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორიენტირებულია საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეებზე და ითვალისწინებს ენების სწავლებისა და სწავლის უფრო მეტ წახალისებას, თანამშრომლობას განათლებისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტების გაადვილებულ აღიარებას და კულტურის ფასეულობებით არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლას", - განაცხადა ბერბოკმა.