უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, ბალაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან უკრაინის არმიამ ხარკოვის რეგიონში, ოკუპანტებისგან სულ 3800 კვადრატული მეტრი ტერიტორია გაათავისუფლა.
მისი თქმით, 300-ზე მეტ დასახლებაში, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ფაქტობრივად მძევლები იყვნენ.
„შედარებისთვის: 3800 კვ. კმ - ეს არის ჩეჩნეთის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი, ანუ ოდნავ ნაკლები ვიდრე მოსკოვი (2012 წლის ახალ საზღვრებში) და სანქტ-პეტერბურგი ერთად აღებული“.
მისივე ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება, მიზანი კი ხარკოვის ოლქის სრული გათავისუფლებაა.