ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის(ISW) ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ჯარებმა დიდი მარცხი მიაყენეს რუსეთს, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად და თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დაიბრუნეს.
ISW ექსპერტების თქმით, კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს. კამპანია ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში საბოლოოდ დასრულდება, რაც რუს ჯარებს საშუალებას მისცემს აღადგინონ სტაბილური თავდაცვითი ხაზი და შესაძლოა ადგილობრივი კონტრშეტევებიც კი განახორციელონ.
უკრაინას მოუწევს ახალი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, რათა დაასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება, ამასთან დაკავშირებით, ომი, სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება.
უკრაინამ ომის დინება თავის სასარგებლოდ აქცია. კიევი, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად კარნახობს ძირითადი საომარი მოქმედებების ადგილსა და ბუნებას და რუსეთი სულ უფრო არაადეკვატურად უპასუხებს უკრაინის მხრიდან მზარდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, - ნათქვამია ომის კვლევის ინსტიტუტის(ISW) ექსპერტების ანგარიშში.