სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში.
Reuters-თან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაიღუპა დაახლოებით, 50 სომეხი ჯარისკაცი და დაიჭრა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
„თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე