„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დასახელებულია 12 კრიტერიუმი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია.
„ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს, თუ ეს პირობები შესრულდება, გერმანია დაეხმარება საქართველოს და ბერლინი თავის სიტყვას შეასრულებს. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გამოვედი კარლის უნივერსიტეტში და პირდაპირ ვისაუბრე ამის შესახებ. მე ამ ევროპულ ქალაქში წარმოვთქვი ეს სიტყვა, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა „იმედის“ თარგმანით.