შოლცი ევროკავშირში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღებას მხარს უჭერს

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, წყალგამყოფი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროკავშირი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სურს უფრო გეოპოლიტიკური კავშირი, ბლოკის მნიშვნელოვანი გაფართოება და მისი ინსტიტუტების ფუნდამენტური რეფორმები.
 
პრაღის კარლის უნივერსიტეტში 50-წუთიან გამოსვლაში, შოლცმა წარმოადგინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ევროპამ და ევროკავშირმა ცვლილებებს.

„ევროპული ხელშეკრულებებიც კი არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ „ევროპული წესების მოკლე დროში შეცვლა შესაძლეებლია. შოლცმა აღიარა, რომ ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ევროპულ კონსენსუსს.
 
„მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის გაფართოებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს გაწევრიანებას. ევროკავშირის გაფართოება საჭიროა ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.