სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ.
„ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, - განაცხადა შოლცმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე